პოლიტიკა

წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს აზერბაიჯანელი სამხედროები, რომლებმაც სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს და დაკავებულნი იქნენ

წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა 2 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე მოინახულეს, რომლებმაც  სომხეთის სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს და დაკავებულნი იქნენ. ამის შესახებ NEWS.am-ს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სომხური მისიის საკომუნიკაციო პროგრამების ხელმძღვანელმა ზარა ამატუნიმ განუცხადა.

მათ მიეცათ ოჯახებთან დაკავშირების საშუალება.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს სამხედროებმა ნახიჩევანიდან სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს. 12 აპრილს ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ ჰუსეინ ახუნდოვმა არაერთხელ ესროლა ზანგეზურის სპილენძ-მოლიბდენის ქარხნის თანამშრომელს  ჰაირაპეტ მელიქსეტიანს და მოკლა. მან სასამართლოში დანაშაული აღიარა და მოინანია, სასამართლო პროცესი გრძელდება.

ხოლო მეორე სამხედრო მოსამსახურეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ნახეთ მეტი
Back to top button