მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი კვლავ აბრკოლებს მოძრაობას ლაჩინზე  –   წითელი ჯვარი განმარტავს

აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ გადაკეტა არცახში გასასვლელი ჰაკარის ხიდთან დამონტაჟებული გამშვები პუნქტით. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მოულოდნელად გააჩერეს წითელი ჯვრის მანქანები, რომლებითაც 25 პაციენტი  არცახიდან სომხეთში გადაჰყავდათ და აიძულეს სტეფანაკერტში დაბრუნება.

სომხეთში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის კომუნიკაციის ხელმძღვანელმა ზარა ამატუნიმ „რადიოლურს“ განუცხადა, რომ ამ დრომდე უსაფრთხოების მიზნით პაციენტების ტრანსპორტირება შეჩერებულია.

„ეს პაციენტები დაბრუნდნენ სტეფანაკერტში, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ მათი უსაფრთხოდ ტრანსპორტირებას სომხეთში. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, რომელიც მუშაობს ნეიტრალურ მედიატორად, ყოველდღიურად აკონტროლებს სიტუაციას, განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ოპერაციების განსახორციელებლად. ჩვენ შესაბამის გადაწყვეტილებებს ვიღებთ ამ სიტუაციიდან გამომდინარე და გადაწყვეტილების მიმღებებთან დისკუსიის შედეგად“, – განმარტავს ამატუნი.

აზერბაიჯანული მხარე ასევე აფერხებს  და აკრძალა ჰუმანიტარული ტვირთების გადაზიდვა. არცახის უფლებადამცველმა გეღამ სტეპანიანმა „რადიოლურთან“ საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარის ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აზერბაიჯანი ატერორებს არცახის მოსახლეობას საგუშაგოს არსებობით.

„აზერბაიჯანული მხარე აკრძალვას უსაფრთხოების უზრუნველყოფით ხსნის. ამბობენ, რომ იყო სროლები და საგუშაგოზე გავლა უსაფრთხო არ არის, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არის აზერბაიჯანის მხრიდან ბერკეტების მორიგი გამოყენება, რათა დააშინოს ხალხი და აიძულოს ისინი დაემორჩილონ მის წესებს. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ლაჩინის დერეფანზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის არსებობა, რომელიც არცახის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, უბრალოდ მიუღებელია და ონტოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ხალხისთვის“, – ამბობს უფლებადამცველი.

ნახეთ მეტი
Back to top button