კულტურა

„ოქროს გარგარი“ 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

ერევნის მე-20 საიუბილეო საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს გარგარი“ წელს 9-16 ივლისს გაიმართება. წელსაც საერთაშორისო კინოფესტივალი საზოგადოებას წარუდგენს საკონკურსო ფილმებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე საჩვენებელ ფილმებს ყველაზე პრესტიჟული (კანი, ბერლინი, ვენეცია ​​და ა.შ.) კინოფესტივალებიდან “ერევნის პრემიერების” პროგრამით.

სომხეთში ჩამოვლენ  კინოს მსოფლიო  სახეები, რომლებიც კინოს მოყვარულებს საკუთარ გამოცდილებასა და ხელოვნებას წარუდგენენ, იუწყება ფესტივალის პრესსამსახური.

„ოქროს გარგარი“ წელს შექმნის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. გარდა ამისა ამ წელს აღინიშნება სომხური კინოს 100 წლისთავი და ფესტივალზე ამ ორ იუბილეს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

ფესტივალის საზეიმო გახსნა 9 ივლისს კ. დემირჩიანის სახელობის სპორტულ საკონცერტო კომპლექსში გაიმართება. ერევნის კინოს სახლი და  კინოთეატრი მოსკოვი ფესტივალის ჩატარების მთავარი ადგილებია. ტრადიციული შეხვედრები სომხეთის საქველმოქმედო საერთო გაერთიანებაში გაიმართება.

ფესტივალის გახსნას რეჟისორ ჯესიკა ვუდვორტის ფილმი „ლუკა“ (ბელგია, იტალია, ნიდერლანდები, ბულგარეთი, სომხეთი) დააანონსებს, რომლის პრემიერა როტერდამის ფესტივალზე შედგა. მსახიობმა სამველ თადევოსიანმა ჯერალდინ ჩაპლინთან ერთად ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.

ფესტივალის დახურვაზე კანადელი წარმოშობის სომეხი რეჟისორის ატომ ეგოიანის ფილმის „კალენდარი“ ახალი ფერადი ვერსიის ჩვენება გაიმართება, ფილმის შექმნის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ორ ათელზე მეტი სომხური ფილმი სხვადასხვა კატეგორიაში, რომელთა უმეტესობა შეიქმნა სომხეთის ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, მათ შორის გახსნის ფილმი. ასევე წარმოდგენილი იქნება სომხური კინოს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპეციალური პროგრამა.

ფესტივალის ფარგლებში სომხეთში ირანული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული ოსტატის, სამუელ ხაჩიკიანის ფილმების პირველი რეტროსპექტული ჩვენება გაიმართება.

ფესტივალის სრულმეტრაჟიანი კონკურსის ჟიურის ხელმძღვანელობს ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომის“ ლაურეატი, ცნობილი ფილიპინელი რეჟისორი ლავ დიასი. „კორიზის მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო პროგრამის ჟიურის თვმჯდომარეა ოსკაროსანი პროდიუსერი ჯერემი თომასი.

ფესტივალის საპატიო სტუმრებს შორის არიან კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის“ ორგზის გამარჯვებული ძმები დარდენები, ასევე ლოკარნოს კინოფესტივალის „ოქროს ლეოპარდის“ მფლობელი, პორტუგალიელი რეჟისორი პეტრო კოშტა, რომელიც ფესტივალის ფარგლებში გამართავს სპეციალურ ვორქშოპს „კორიზის“ მოკლე საკონკურსო პროგრამის ფილმების ავტორებთან.

ფესტივალის სპეციალურ სტუმრებს შორის არიან კანის კინოფესტივალის პროგრამის „განსაკუთრებული ხედვის“ მთავარი პრიზიორი, ყაზახი რეჟისორი სერგეი დვორცევოი, კანის კინოფესტივალის პოსტსაბჭოთა რეგიონის მთავარი კონსულტანტი ჯოელ შაპრონი.

კინოფესტივალის Gaiff Pro საგანმანათლებლო და საპროდიუსერო პლატფორმა, რომელიც როგორც ყოველთვის ფესტივალის დღეებში გაიმართება, პირველად დაუჭერს მხარს არა მხოლოდ სრულმეტრაჟიან, არამედ მოკლემეტრაჟიან ფილმებს.

ფესტივალი იმართება სრ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ფესტივალის მთავარი სპონსორი ერევნის მერიაა.

ნახეთ მეტი
Back to top button