მთავარიპოლიტიკა

როგორ ცდილობენ აზერბაიჯანელი სამხედროები დროშის აღმართვას სომხეთის ტერიტორიაზე (ვიდეო)

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები თავიანთი დროშის აღმართვას სომხეთის ტერიტორიაზე. კადრებში ჩანს, რომ რუსი სამშვიდობოები აზერბაიჯანელ სამხედროებს თან ახლავს.

15 ივნისს, დაახლოებით 08:40 საათზე, აზერბაიჯანის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ჯარისკაცების ჯგუფმა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროშის დადგმის მიზნით ჰაკარის ხიდის მიმართულებით წინსვლა სცადა.

სომხური მხარის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად აღიკვეთა აზერბაიჯანელი სამხედროების წინსვლა და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროშის დადგმის მცდელობა.

ნახეთ მეტი
Back to top button