მთავარიპოლიტიკა

სომხეთის ტერიტორიით რაიმე დერეფნის გახსნის ლოგიკა მიუღებელია:  ფაშინიანი

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი დერეფნის ლოგიკასომხეთის ტერიტორიაზე მიუღებელია, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, სომხეთი მზადაა რეგიონის სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განბლოკვისთვის, რომელიც გათვალისწინებულია 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციაში, ქვეყნების სუვერენიტეტის, იურისდიქციის, ორმხრივობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაყრდნობით.

„სომხეთის  ტერიტორიაზე დერეფნის გავლის ნებისმიერი ლოგიკა მიუღებელია. ამ თვალსაზრისით, მე ველი, რომ საერთაშორისო პარტნიორები თავიდან აიცილებენ აზერბაიჯანის მიერ  პროვოკაციული  ენის გამოყენებას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button