პოლიტიკა

ფრანგი ინტელექტუალები – არცახელი სომხების სპიკერები

28 ივნისს, 20:00 საათზე, 200 დღის განმავლობაში მიმდინარე არცახის ბლოკადის ირგვლივ ხმის ამაღლების მიზნით, პარიზის ცნობილ საკონცერტო დარბაზ „გავოში“ უნიკალური კულტურული საღამო გაიმართება  სლოგანით:  „ სომხეთი -სიცოცხლის გზა” (Arménie, la route de la vie). .

„Armenpress“-ის  ცნობით,  ამის შესახებ პოსტი საფრანგეთში სომხეთის  საელჩოს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

საფრანგეთში სომხეთის საელჩოს, არცახის წარმომადგენლობისა და ჯგუფის „არცახის მეგობრების“ ინიციატივით ორგანიზებულ ექსკლუზიურ საღამოზე ორი ათეული ფრანგი ინტელექტუალი, მწერალი და ხელოვანი  ილაპარაკებს მსოფლიოსაგან იზოლირებულ არცახზე.  საღამოზე  მუსიკალური ნომრებით გამოვლენ   ცნობილი არტისტები.

ნახეთ მეტი
Back to top button