პოლიტიკა

აზერბაიჯანი ახალ პროვოკაციებს ამზადებს. ედმონ მარუქიანი

სომხეთის სპეციალური დავალებების ელჩი ედმონ მარუქიანი ხაზს უსვამს, რომ აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ ახალ პროვოკაციებს ამზადებს და ამისთვის საინფორმაციო ბაზას ამზადებს სომხეთის შეიარაღებული ძალების სავარაუდო სროლების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით. როგორც იუწყება Armenpress-ი, ამის შესახებ მარუქიანმა დაწერა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.

„მთელი ივნისის თვის განმავლობაში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა 9 განცხადება, თითქოსდა სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ სროლების შესახებ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ყველა განცხადება იყო სიცრუე და ემსახურებოდა ერთ მიზანს: მოემზადებინა საინფორმაციო ბაზა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე ყოველდღიური აგრესიებისა და თავდასხმებისთვის. 10 ივნისის შემდეგ ეს ქცევა და განცხადებები გამძაფრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი ახალ პროვოკაციებს ამზადებს. ბუნებრივია, აზერბაიჯანის ეს ქცევა ხელს არ უწყობს  მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს და უნდა იყოს კონტროლირებადი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აზერბაიჯანის ექსპანსიონისტური ამბიციების შესაჩერებლად“, – წერს მარუქიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button