ევროპარლამენტის წევრები ეწვევიან სომხეთს, უსაფრთხოების ვითარების და ევროკავშირის მისიის საქმიანობის შესაფასებლად
Factor.am-ის გადმოცემით, 19-დან 22 ივნისამდე სომხეთში ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაცია ჩამოვა. ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის მთავარი მიზანია სომხეთში უსაფრთხოების ვითარების, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის, ასევე სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისიის (EUMA), რომელიც თებერვალში დაიწყო და რომელიც აკვირდება და აშუქებს აზერბაიჯანთან საერთაშორისო საზღვრის სომხურ მხარეს უსაფრთხოების ვითარებას, საქმიანობის შეფასება. დელეგაცია შეხვდება სომხეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს. დელეგაციაში, რომელსაც ნატალი ლუაზაუ ხელმძღვანელობს, სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები იქნებიან: არნო დაჯა, მაიკლ გალერი, ჯორჯ-ვლად ნისტორი, ლარს პატრიკ ბერგი და ფაბიო მასიმო კასტალდო.
ემა ჩობანიანი