საზოგადოება

მაღაროელები აცხადებენ, რომ ჭიათურიდან დედაქალაქში გადაინაცვლებენ და პროტესტს პარლამენტის წინ გააგრძელებენ

,,პირველი არხი” წერს, რომ გაფიცული მაღაროელები ჭიათურიდან დედაქალაქში გადაინაცვლებენ და პროტესტს პარლამენტის შენობის წინ გააგრძელებენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, 50-მდე მაღაროელი შიმშილობას საკანონმდებლო ორგანოს წინ დაიწყებს.

„ჩვენთვის მიუღებელი და დამამცირებელია კომპანიის მხრიდან გაკეთებული განცხადება ხელფასის ხუთი პროცენტით გაზრდის შესახებ. ამიტომ მივმართავთ პროტესტის ამ ფორმას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზში“ განაცხადეს, რომ კომპანიამ ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნების, ხელფასების ხუთი პროცენტით გაზრდის, აუდიტის ჩატარებისა და ერთობლივი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.

ნახეთ მეტი
Back to top button