პოლიტიკა

აზერბაიჯანელმა ჩინოვნიკმა სომხები აზერბაიჯანელების მკვლელობაში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაადანაშაულა

აზერბაიჯანის სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახელმწიფო კომისიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილემ ელდარ სამედოვმა სომხები აზერბაიჯანელთა მასობრივ მკვლელობებში დაადანაშაულა.

როგორც იუწყება News.am-ი, მისი თქმით, „აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის სამმხრივი დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, 2020 წელს, ნაპოვნია აზერბაიჯანის თითქმის 400 მოქალაქის ნეშტი“. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელ სამხედროებთან ერთად იმ ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეებიც დაიღუპნენ“, – განაცხადა სამედოვმა.

აღსანიშნავია, რომ ბაქო რეგულარულად აცხადებს „მასობრივი საფლავების“ აღმოჩენის შესახებ. საუბარია საფლავებზე, რომლებიც სულ მცირე 30 წლისაა, თუ საერთოდ არსებობდა. ეს არ უშლის ხელს აზერბაიჯანელ ჩინოვნიკებს ყოველგვარი ექსპერტიზის გარეშე ეტაპობრივად განსაზღვრონ გვამების ეროვნება და მოქალაქეობაც და დაუყოვნებლივ დაადანაშაულონ სომხები აზერბაიჯანელების მკვლელობაში.

ნახეთ მეტი
Back to top button