პოლიტიკა

აზერბაიჯანის ომბუდსმენი, როგორც ანტისომხური პოლიტიკის ინსტრუმენტი

აზერბაიჯანის ომბუდსმენი საბინა ალიევა ბაქოს ხელისუფლების ხელში ანტისომხური პროპაგანდის ინსტრუმენტი გახდა.

როგორც იუწყება News.am-ი, ამჯერად მას დაევალა მოემზადებინა და გაეგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის სპეციალური მოხსენება „აზერბაიჯანელების მიმართ სიძულვილის პოლიტიკაში სომეხი ბავშვების ჩართვის შესახებ“.

„აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე მომზადებულ მოხსენებაში წარმოდგენილია ბავშვების ინსტრუმენტად გამოყენების ფაქტები სომხეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ წლების განმავლობაში განხორციელებულ სიძულვილის პოლიტიკაში, კონფლიქტის დროს, მათ შორის ყარაბაღის მეორე ომის დროს სამხედრო ოპერაციებში ბავშვების ჩართვით, აღნიშნული ფაქტების მასმედიასა და სხვა წყაროებში გამოქვეყნება“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში საუბრობენ აზერბაიჯანელ ბავშვებს შორის სომხების მიმართ სიძულვილის გაღვივებაზე. აზერბაიჯანელ ბავშვებს შორის ანტისომხური პროპაგანდის ვიდეო, რომელმაც დიდი აღშფოთება გამოიწვია, სოციალური ქსელების სწორედ აზერბაიჯანელმა მომხმარებლებმა გამოაქვეყნეს.

ის, რომ აზერბაიჯანში ბავშვობიდანვე უნერგავენ სიძულვილს სომხების მიმართ, აღნიშნა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა შაჰლა სულთანოვამ.

აზერბაიჯანის სახელმძღვანელოებში სომხური დროშის ფერები “აღმოაჩინეს”.

ნახეთ მეტი
Back to top button