პოლიტიკა

კაპანში რუსეთის საკონსულოს გახსნის საკითხი განიხილება

კაპანში რუსეთის ფედერაციის გენერალური საკონსულოს გახსნის საკითხი განიხილება.

როგორც იუწყება Armenpress-ი, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.

„განიხილება ზუსტად კაპანში გენერალური საკონსულოს გახსნის საკითხი“, – განაცხადა კოსტანიანმა.

თუ რა მიზნით აირჩია რუსეთის ფედერაციამ ზუსტად კაპანი, მინისტრის მოადგილემ მოუწოდა ჰკითხონ სომხეთში რუსეთის ფედერაციის საელჩოს.

„პროცედურები სრულად იქნება დაცული. ჩვენ მივესალმებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინტერესს და სურვილს ჰქონდეთ დიპლომატიური წარმომადგენლობა სიუნიქში, რათა უკეთ გაეცნონ სიტუაციას ადგილზე“, – განაცხადა კოსტანიანმა.

მანამდე კაპანში გენერალური საკონსულო გახსნა ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ.

ნახეთ მეტი
Back to top button