მთავარიპოლიტიკა

“სომხეთი და აზერბაიჯანი ვერ თანხმდებიან ფუნდამენტურ საკითხებზე”. მინისტრის მოადგილე

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების მოლაპარაკებებზე ისაუბრა და აზერბაიჯანთან არსებული განსხვავებები წარმოადგინა. Radar.am-ის ინფორმაციით, კოსტანიანის თქმით, ქვეყნები ვერ თანხმდებიან იმ ფუნდამენტურ საკითხებზე, რომლებიც განიხილეს.

„ასევე, უთანხმოებაა რუკის დაფიქსირებასთან დაკავშირებით, რომელი წლის რუქის საფუძველზე უნდა მოხდეს შემდგომი დელიმიტაციის პროცესი. უთანხმოებაა გარანტორის ინსტიტუტთან დაკავშირებულ საკითხებზე, არ არსებობს შეთანხმება მყ-ის ხალხის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ბაქო-სტეფანაკერტის დიალოგის საერთაშორისო მექანიზმებთან დაკავშირებით და ორივე მხარის შეხედულებები საკმაოდ შორს არის ერთმანეთისგან. თუმცა სამუშაოები გრძელდება“, – განმარტა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button