სპორტი

არცახისთვის აუქციონზე გატანილი ოლივიე ჟირუს  მაისური 35000 ევროდ გაიყიდა

Factor.am-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ნაკრებისა და იტალიური საფეხბურთო კლუბ „მილანის“ თავდამსხმელის, ოლივიე ჟირუს მაისური, რომელიც აუქციონზე იყო გატანილი არცახელი სომხების დასახმარებლად, 35 000 ევროდ გაიყიდა, წერს Le Parisien. აღნიშნულია, რომ ოლივიე ჟირუმ მონაწილეობა მიიღო პარიზის Saint-Honoré d’Eylau ეკლესიაში ორგანიზებულ „მისიის ღამის“ მესამე შეკრებაში. საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი პირადად არ იმყოფებოდა, მაგრამ მან აჩუქა ერთი მაისური, რომელიც ინგლისის წინააღმდეგ გასულ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში (2-1) ეცვა, რა დროსაც გოლი გაიტანა. ამბობენ, რომ აუქციონი მოეწყო “სომხეთში დევნილი ქრისტიანების სასარგებლოდ და რომ ერთმა დონორმა “მილანის” თავდამსხმელის მაისურის შესაძენად 35000 ევრო გადაიხადა. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაყიდვიდან შემოსული თანხა ქრისტიანულ ორგანიზაციებს “ღია კარები” და “იმედი სომხეთისთვის” გადაერიცხება.

ემა ჩობანიანი

ნახეთ მეტი
Back to top button