პოლიტიკა

2018 წლიდან 44-დღიან ომამდე მთავრობამ იარაღის შესაძენად 608 მილიარდი დრამი (დაახლოებით 1 მილიარდ 600 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ 2020 წლის 44-დღიანი ომის დაწყებამდე მოქმედმა მთავრობამ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესაძენად 608 მილიარდი დრამი (დაახლოებით 1 მილიარდ 600 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯა და დასძენს, რომ 2008 წლიდან 2018 წლის მაისამდე განხორციელდა 354 მილიარდი დრამის (დაახლოებით 900 მილიონი აშშ დოლარი) შეძენა.

Armenpress-ის გადმოცემით, ამის შესახებ ფაშინიანმა 44-დღიანი ომის გარემოებების შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის ღია სხდომაზე განაცხადა.

ფაშინიანმა დაარწმუნა, რომ მთავრობის ყურადღების ცენტრში არმიის მოდერნიზაციის თემა იყო არა იმიტომ, რომ თავიდანვე ომი გარდაუვალად მიიჩნიეს, არამედ იმიტომ, რომ არმიის საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას შეიძლება მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა სომხეთის მოლაპარაკების პოზიციები. მან შეახსენა, რომ 2018-2020 წლებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ჯარის საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლების თაობაზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა სამხედროების ხელფასი, განხორციელდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დიდი შესყიდვები.

  „2018-2020 წლებში 44-დღიანი ომის დაწყებიდან, ანუ 2 წელიწადში და 4 თვეში, სომხეთის მთავრობამ დაახლოებით 608 მილიარდი დრამი (დაახლოებით 1 მილიარდ 600 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესაძენად. შედარებისთვის, 2008 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის მაისამდე, ანუ 10 წელსა და 4 თვეში სომხეთის წინა მთავრობებმა ამ მიზნით 354 მილიარდი დრამი (დაახლოებით 900 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯეს. ანუ 2 წელიწადში ჩვენ თითქმის ორჯერ გავზარდეთ 10 წლის მიღწევები“, – განაცხადა პრემიერმა.

ფაშინიანის თქმით, ვერავინ იტყვის, რომ მას შემდეგ, რაც 2018 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა, ჯარში არაფერი გაკეთებულა იმის გამო, რომ მთავრობამ თქვა, რომ ფული არ იყო. ფაშინიანმა ყველაზე დიდ მტკიცებულებად SU-30-ების შეძენა მიიჩნია. მე ვთქვი: ,,რაც არმიას სჭირდება, ჩვენ უზრუნველვყოფთ და თქვენი პრობლემა არ არის, როგორ“-აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button