პოლიტიკა

არსებობს მნიშვნელოვანი კონსენსუსი, რომ განბლოკვის პროცესი იწყება ერასხ-ჰორადიზის რკინიგზის ხელახალი ექსპლუატაციით. სრ-ის ვიცე-პრემიერი

სომხეთ-აზერბაიჯანი-რუსეთის სამმხრივ სამუშაო ჯგუფში არის კონსენსუსი, რომ განბლოკვის პროცესი იწყება ერასხ-ჯულფა-მეღრი-ჰორადიზის სარკინიგზო მაგისტრალის ხელახალი ფუნქციონირებით.

როგორც იუწყება Armenpress-ი, ამის შესახებ  ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ამის შესახებ აღნიშნა ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა, გამოეხმაურა რა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსეი ოვერჩუკის იმ განცხადებას, რომ ინფრასტრუქტურის განბლოკვის საკითხზე სომხეთ-აზერბაიჯანი-რუსეთის სამმხრივმა სამუშაო ჯგუფმა მიაღწია მნიშვნელოვან შეთანხმებას.

„არსებობს კონსენსუსი, რომ განბლოკვის პროცესი იწყება ერასხ-ჰორადიზის რკინიგზის ხელახალი ექსპლუატაციით, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რადგან კონკრეტული და ძალიან ნათელია, რაზეა საუბარი. ვფიქრობ, არსებობს საბოლოო აღქმა, რომ რეგულაციები უნდა იყოს იმ ქვეყნების იურისდიქციისა და სუვერენიტეტის ქვეშ, რომელთა ტერიტორიაზეც გაივლის რკინიგზა. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური შეთანხმებაა“, – განაცხადა გრიგორიანმა და დასძინა, რომ დანარჩენ საკითხებზე ფრჩხილებს არ გახსნის, რადგან საბოლოო კონსენსუსი არ არსებობს.

ნახეთ მეტი
Back to top button