პოლიტიკა

აშშ-ის კონგრესის 54 წარმომადგენელი ჯო ბაიდენისგან აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას და არცახის მხარდაჭერას ითხოვს

აშშ-ს კონგრესის 54 წარმომადგენელმა კონგრესმენ ბარბარა ლის ხელმძღვანელობით წერილი გაუგზავნა სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს და აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოთხოვა შეუწყვიტოს სამხედრო დახმარება აზერბაიჯანს და მხარი დაუჭიროს არცახს. როგორც იუწყება Armenpress-ი, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ამერიკის სომხურმა კომიტეტმა.

„აშშ კონგრესის 54 წარმომადგენელმა კონგრესმენ ბარბარა ლის ხელმძღვანელობით წერილი გაუგზავნა სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, რომელშიც მოითხოვა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შეუწყვიტოს სამხედრო დახმარება აზერბაიჯანს და მხარი დაუჭიროს არცახს და გამოვიდეს აზერბაიჯანის მიერ არცახის ბლოკადის და ანტისომხური აგრესიის წინააღმდეგ“, -ნათქვამია შეტყობინებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button