სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის მჰერ გრიგორიანის, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის ალექსეი ოვერჩუკის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის შაჰინ მუსტაფაევის სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ახალი შეხვედრა გაიმართება. თარიღები ჯერ დადგენილი არაა. როგორც იუწყება Armenpress-ი, ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ვფიქრობ, სამმხრივი შეხვედრა იქნება, მაგრამ თარიღთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ არ არის”, – განაცხადა გრიგორიანმა;
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა დაზუსტებით იმის თქმა, რომ სომხეთის ტერიტორიის გავლით მარშრუტები სომხეთის კანონმდებლობით გაკონტროლდება, გრიგორიანმა უპასუხა, რომ ეს ცალსახაა, მან ამ კითხვაზე არაერთხელ უპასუხა.
მჰერ გრიგორიანმა უპასუხა კითხვას, თუ რატომ განთავსდება ამ გზაზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური.
„პირველ რიგში, ვისაუბროთ რუსეთის ფუს-ის შემადგენლობაში მოქმედ მესაზღვრე ჯარებზე, რათა ნათლად გავიგოთ რაზეა საუბარი, თუ ციტირებთ 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-9 პუნქტს. მეორეც, ფუნქციების კუთხით მაინც უნდა იყოს დისკუსია ფუნქციების განხორციელების ფორმასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გრიგორიანმა.