პოლიტიკა

სრ დელეგაცია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ხელმძღვანელობით გერმანიაში ევროპის არმიების ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს.

ევროპაში აშშ-ს სახმელეთო ჯარების მეთაურის, გენერალ დერილ უილიამსის მიწვევით ევროპის არმიების ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გერმანიაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა სრ დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, გენერალ-მაიორი ედვარდ ასრიანი.

კონფერენციის პირველ დღეს გენერალ-მაიორმა ედვარდ ასრიანმა არაფორმალური შეხვედრა გამართა აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსთან, გენერალ ჯეიმს მაკკონვილთან. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სრ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის სხვა შეხვედრები ევროპელ პარტნიორებთან.

ამავე ფორმატში, გენერალური შტაბის უფროსი შეხვდა ევროპაში სახმელეთო ძალების არტილერიის უფროსს, სომეხი ეროვნების გენერალ-მაიორ სტეფან მარანიანს.

ნახეთ მეტი
Back to top button