მთავარიპოლიტიკა

ლაჩინის დერეფანში არ არსებობს არც თავისუფალი და არც უსაფრთხო გადაადგილება. პოლ გავანი

„ლაჩინის დერეფნის მეშვეობით თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის“ თემაზე მომხსენებელმა პოლ გავანმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, რომ ის არ ისაუბრებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებზე, არამედ ლაჩინის დერეფნის ბლოკირებაზე.

News.am-ის ინფორმაციით, ის ლაჩინის დერეფანში გამოძიების ჩატარების ფარგლებში ეწვია სომხეთს, მაგრამ აზერბაიჯანიდან მოწვევა არ მიუღია, მისი თქმით, მას უარი ეთქვა ლაჩინის დერეფანში შესვლაზე, რაც ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის მტკიცებას, რომ ლაჩინის დერეფანში გადაადგილებისთვის არ არსებობს დაბრკოლებები.

„დასკვნა, რომელიც მე გავაკეთე, არის ის, რომ ლაჩინის დერეფანში არ არსებობს თავისუფალი ან უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა“, – თქვა გავანმა და დასძინა, რომ თუ წითელი ჯვრის მიერ მიეწოდება ჰუმანიტარული დახმარება  არცახს, რა თავისუფალ შესვლაზეა საუბარი?

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატმა ისაუბრა აზერბაიჯანის უმაღლესი ხელმძღვანელობის მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებასა და მუქარაზე, წარმოადგინა ნათელი მაგალითები და აღნიშნა, რომ ასეთი რიტორიკა სრულიად მიუღებელია.

დეპუტატმა საჭიროდ ჩათვალა სამმხრივი დეკლარაციების დებულებების დაცვა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფაქტების დამდგენი ჯგუფი უნდა გაიგზავნოს მთიან ყარაბაღში.

დეპუტატმა მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შეუერთდნენ ევროპის საბჭოს დოკუმენტებს უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button