მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის ეთნიკური წმენდის პოლიტიკა ყოველდღიური პროცესია. ედმონ მარუქიანი

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ბეტონის ბარიერით 120 ათას ადამიანს, მათ შორის 30 ათას ბავშვს სიცოცხლის გზა გადაუკეტეს. News.am-ის გადმოცემით, ამის შესახებ სპეციალური დავალებებით ელჩმა ედმონ მარუქიანმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ახალი პროვოკაცია აზერბაიჯანის მხრიდან. 22 ივნისს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი სიცოხხლის გზის გადასაკეტად (120 ათასი ადამიანის, მათ შორის 30 ათასი ბავშვის), ლაჩინის დერეფანში ბეტონის ბარიერი დაამონტაჟეს. ეს გაკეთდა ჰააგის სასამართლოს დადგენილების ფონზე,  უკანონო საგუშაგო მოწყობასა და ჯავშანტექნიკის შემოტანასთან ერთად. აზერბაიჯანის ეთნიკური წმენდის პოლიტიკა ყოველდღიური პროცესია და ადამიანის უფლებების ეს უხეში დარღვევა გრძელდება“, – წერს ის.

ნახეთ მეტი
Back to top button