კულტურა

მოდის ფესტივალი ერევანში. პირველი „ერევნის მოდის კვირეული“ იწყება

„ერევანის მოდის კვირეული“ მოდისა და დიზაინის პალატის ინიციატივით 1-6 ივლისს ერევანში, კულტურულ ცენტრში „ჰაიარტში“ პირველად გაიმართება.

Armenpress-ის ინფორმაციით, ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების ფარგლებში, ოცზე მეტი ნიჭიერი სომეხი დიზაინერი წარადგენს თავის თანამედროვე კოლექციებს, მონაწილეებს საშუალება ექნებათ ერთ ადგილას ნახონ სამოცზე მეტი სომხური ბრენდის პროდუქცია, მონაწილეობა მიიღონ პანელურ დისკუსიებსა და გამოფენებში.

23 ივნისს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მოდისა და დიზაინის პალატის პრეზიდენტმა ვაჰან ხაჩატრიანმა შეახსენა, რომ სომხეთში ორჯერ მოეწყო მოდისადმი მიძღვნილი ფორუმი, რომელზეც საერთაშორისო ექსპერტები იყვნენ მოწვეული. სწორედ ეს ფორუმები დაედო საფუძვლად „მოდის კვირეულის“ ორგანიზებას.

ელენ მანუკიანმა, მოდისა და დიზაინის პალატის თანადამფუძნებელმა, პროგრამების ხელმძღვანელმა, ხაზი გაუსვა ახალგაზრდა ნიჭიერების კონკურსს “Fashion Scout Armenia”. „ორი თვეა, რაც გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც ორმოცზე მეტი დამწყები სომეხი დიზაინერი მონაწილეობდა.

„ერევანის მოდის კვირეულის“ ორგანიზებას და ჩატარებას სხვა სტრუქტურებთან ერთად ასევე მხარს უჭერს სრ ეკონომიკის სამინისტრო, GIZ და ბრიტანეთის საელჩო სომხეთში.

მოდისა და დიზაინის პალატა მიზნად ისახავს „მოდის კვირეული“ ყოველწლიურ ღონისძიებად აქციოს, რაც შეიძლება მეტად განავითაროს სომხური მოდა და გახადოს ცნობილი მსოფლიო პლატფორმებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button