სპორტი

“კრასნოდარის” საუკეთესო ფეხბურთელად ედუარდ სპერციანი აღიარეს.

“კრასნოდარის” საუკეთესო ფეხბურთელად სომხეთის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ედუარდ სპერციანი აღიარეს. Armenpress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ იუწყება კლუბის პრესსამსახური.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს გულშემატკივრები ირჩევენ, სომეხმა ნახევარმცველმა ეს ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

სპერციანმა რუსეთის ჩემპიონატში 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ნახეთ მეტი
Back to top button