საზოგადოება

როდის შეძლებენ სომხეთის მოქალაქეები პირადობის მოწმობით საქართველოში გამგზავრებას?

Radar.am-ის გადმოცემით, რიგგარეშე სესიაზე ეროვნული ასამბლეა სომხეთსა და საქართველოს შორის ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების პროექტს განიხილავს.

პროექტი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მნაცაკან საფარიანმა წარადგინა და შეახსენა, რომ მას ხელი 2023 წლის 12 იანვარს მოეწერა. მისი თქმით, საქართველოსთან ურთიერთობა, მათი უწყვეტი განვითარება და გაღრმავება მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა.

„ვიზიტების ხელშეწყობა ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტებს. მთავარი ცვლილება სწორედ ამას ეძღვნება“, – განაცხადა მან.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ სარგის ხანდანიანმა აღნიშნა, რომ პროექტის მიღების შემდეგ ორი ქვეყნის მოქალაქეებს პასპორტების გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობებით გადაადგილება შეეძლებათ. „ჩვენმა პარტნიორებმა საქართველოში უკვე მოახდინეს პროექტის რატიფიცირება და სომხეთის მიერ რატიფიცირების შემდეგ, შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ, შეთანხმება ძალაში შევა და მოქალაქეებს შეეძლებათ ისარგებლონ ამ შესაძლებლობით. ხანდანიანმა სთხოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს სათანადო ინფორმირება საზოგადოებისთვის. „კონკრეტულად მიუთითეთ, რომელი დღიდან შევა ხელშეკრულება ძალაში, რადგან მოქალაქეები ამას ელოდებიან“.

ნახეთ მეტი
Back to top button