ეკონომიკა

სომხეთის ეკონომიკური აქტივობის ინდექსი ხუთ თვეში 12,5 პროცენტით გაიზარდა

სომხეთის ეკონომიკური აქტივობის ინდექსი 2023 წლის იანვარ-მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,5 პროცენტით გაიზარდა.

Armenpress-ის ცნობით, ამას ადასტურებს სრ-ს სტატისტიკური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

სამრეწველო პროდუქციის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარ-მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით გაიზარდა.

მშენებლობის მოცულობა 2023 წლის 5 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,7 პროცენტით გაიზარდა.

სავაჭრო ბრუნვის ზრდამ იანვარ-მაისში 2022 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 24,5 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში გაწეული მომსახურების მოცულობა 19,9 პროცენტით გაიზარდა.

2023 წლის პირველ 5 თვეში სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი 1,6 პროცენტით შემცირდა. დაფიქსირდა ელექტროენერგიის წარმოების მოცულობის კლებაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება 3,1 პროცენტით შეადგენდა.

საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარ-მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 86,9 პროცენტით გაიზარდა. გარდა ამისა, წინა წლის პირველ 5 თვესთან შედარებით ექსპორტი 93,3 პროცენტით, ხოლო იმპორტი 83,3 პროცენტით გაიზარდა.

იანვარ-მაისში დრამის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 390,41 დრამი იყო.

ნახეთ მეტი
Back to top button