ეკონომიკა

ამულსარში ოქროს მოპოვება 2024 წელს დაიწყება  –  „ლიდიან სომხეთის“ აღმასრულებელი დირექტორი

ამულსარის ექსპლუატაციის დაწყებას წელს ვგეგმავთ, პირველი ოქრო 2024 წელს გვექნება. ამის შესახებ „ლიდიან სომხეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰაიკ ალოიანმა სამთო მრეწველობის წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდის დროს, ინდუსტრიის სტრატეგიაზე ისაუბრა.

„ამჟამად ტერიტორიაზე საინჟინრო სამუშაოებს ვაწარმოებთ. პროგრამა 5 წელია დგას, ახალი სუნთქვის მიცემა არც ისე ადვილი იყო. სამუშაოების 70-80 პროცენტი 2018 წელს დასრულდა, ახლა კეთდება შეფასება, შეიძლება თუ არა მშენებლობის  გაგრძელება.  კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს დადებითი პასუხი. პარალელურად მიმდინარეობს დაფინანსების სამუშაოები. ფუნქციონირების დაწყებას წელს ვგეგმავთ. პირველი ოქრო 2024 წელს გვექნება“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button