მთავარიპოლიტიკა

მირზოიანმა და ბლინკენმა ხაზი გაუსვეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დემარკაციას ალმა-ატას დეკლარაციის  და 1975 წ. რუკის საფუძველზე

27 ივნისს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა.

როგორც Armenpress-ს აცნობეს სრ საგარეო საქმეთა სამინისტროდან, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, საუბარი შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს.

წყაროს ცნობით, მნიშვნელოვანი იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დემარკაციის პროცესის უზრუნველყოფა ალმა-ათას დეკლარაციის და 1975 წ. რუკის საფუძველზე, საზღვრიდან ჯარების გაყვანა, ასევე მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხების სათანადოდ გადაწყვეტა, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის.

თანამოსაუბრეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვის საკითხებზე.

აღნიშნულია, რომ არარატ მირზოიანმა წარმოადგინა ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირებით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი. მინისტრმა მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისგან აუცილებელია უარი თქვას სამხედრო რიტორიკაზე და ასევე დააბრუნოს ყველა სომეხი სამხედრო ტყვე.

ნახეთ მეტი
Back to top button