პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს დაბადების დღე მიულოცა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ფაშინიანმა ღარიბაშვილს 41 წლის იუბილე მიულოცა, უსურვა ყოველივე საუკეთესო.
სატელეფონო საუბრისას ასევე განიხილეს სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები.