მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანის თქმით, ფრონტის ხაზზე მომხდარი ზოგიერთი ეპიზოდის მიზანი იყო სრ-ში ხელისუფლების ცვლილების ორგანიზება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ 44-დღიანი ომის ფრონტის ხაზზე მომხდარი ზოგიერთი ეპიზოდის მიზანი იყო სომხეთში ხელისუფლების ცვლილების ორგანიზება.

Armenpress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ფაშინიანმა 2020 წლის 27 სექტემბერს გაჩაღებული სამხედრო ოპერაციების გარემოებების შესასწავლად სრ ეროვნული ასამბლეის საგამოძიებო კომიტეტის ღია სხდომაზე განაცხადა.

„ომთან დაკავშირებული მრავალი ეპიზოდია, რამაც მიმიყვანა ფიქრებამდე და ჰიპოთეზებამდე, რომ რაც მოხდა ფრონტის ხაზზე, მისი მიზანი რეალურად იყო სომხეთში ხელისუფლების ცვლილების ორგანიზება. კარგა ხანს, ომის დასრულებამდეც არ ვაძლევდი თავს უფლებას ასეთი რამ მეფიქრა, მაგრამ, მთელი რიგი მოვლენების გაანალიზების შემდეგ, დროდადრო ვიწყებ ამაზე ფიქრს“, – თქვა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, ამ ჰიპოთეზა ასევე გააძლიერა სოთქ-ხოზნავრის მონაკვეთზე განვითარებულმა მოვლენებმა, რასთან დაკავშირებითაც არის კითხვები, არის სისხლის სამართლის საქმე, არის ბრალდება, არის ბრალდებული, მაგრამ არ არის ახსნა.

„მაგალითად, დადგინდა, რომ X პირმა ჩაიდინა ასეთი და ასეთი ქმედება, ყველაფერი დადგენილია. თუმცა, გაუგებარია, რატომ გააკეთა ეს, რაც ძალზე მნიშვნელოვანი დეტალია“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button