მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა და ერდოღანმა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი  ნიკოლ ფაშინიანი  თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა.

როგორც სომხეთის მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას,  პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს ყურბან – ბაირამის დღესასწაული მიულოცა, ხოლო პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს მომავალი ვარდავარი, იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაული.

ლიდერებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესი განიხილეს. ამ კონტექსტში განიხილეს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისა და მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვრის გახსნის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესი.

ნახეთ მეტი
Back to top button