მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა გენოციდური ქმედებებით ცდილობს მიაღწიოს არცხის საბოლოო განსახლებას – არცახის პარლამენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

აზერბაიჯანის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა გენოციდური ქმედებებით სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს მიაღწიოს თავის მთავარ მიზანს, არცახის საბოლოო დეპოპულაციას.  “Armenpress”-ის ინფორმაციით, ამის შესახებ არცახის ეროვნული კრების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

  • აზერბაიჯანის მიერ არცახის სრული ბლოკადის პირობებში, არტილერიული საშუალებებით და უპილოტო საფრენი აპარატებით  არცახის რესპუბლიკის მოქალაქეების ეს თანმიმდევრული მკვლელობა ადასტურებს, რომ ამ რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, საერთაშორისო ავტორიტეტული სტრუქტურების მოწოდებებისა და გადაწყვეტილებების იგნორირებას ახდენს.
  • ნიშანდობლივი და საგულისხმოა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის რეგულარული დარღვევის ეს ახალი შემთხვევა, წინა შემთხვევების მსგავსად, დაფიქსირდა მაშინ, როცა  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის შუამავლობით ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების  მოლაპარაკებები  მიმდინარეობდა. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ „სამშვიდობო ხელშეკრულებაზე“ მიმდინარე მოლაპარაკებები ასევე რეალურად სხვა არაფერია, თუ არა რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ატმოსფეროს შექმნის იმიტაცია.
  • დღევანდელი სახიფათო რეალობით ღრმად შეშფოთებულები, მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას არცახის რესპუბლიკის ხალხის სახელით.
  • გაეროს უშიშროების საბჭოს, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ლიდერებმა, გარდა თანაგრძნობის განცხადებებისა, მოწოდებებისა და რჩევებისა, გადადგას კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები, კერძოდ, დააწესოს სანქციები აზერბაიჯანის მიმართ, შეზღუდოს მისი აგრესიული ამბიციები.  ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ორმაგი სტანდარტებით მუშაობის გზა აზერბაიჯანს კიდევ უფრო ააღელვებს, რაც მას მძვინვარესა და უკონტროლო ხდის;
  • რუსეთის ფედერაციამ, სამშვიდობო მისიის ფარგლებში, სერიოზული  საშუალებებით შეაჩეროს აზერბაიჯანის ანტიადამიანური, გენოციდური ქმედებები;
  • სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციამ ვაშინგტონის მოლაპარაკებებში, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაწყებული მოლაპარაკებები, არცახთან შეხების ხაზზე და სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებში სრული ცეცხლის შეწყვეტის დამყარებამდე და დოკუმენტური სახის გარანტიის მიწოდებამდე.  წინააღმდეგ შემთხვევაში, მოლაპარაკებების გაგრძელება ნიშნავს აზერბაიჯანული მხარის აგრესიული ქცევის წახალისებას და პრივილეგიას საერთაშორისო დონეზე;
  • ქედს ვიხრით  ჩვენი ოთხი მოწამის ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, მზად ვართ გავაგრძელოთ მათი წმინდა საქმე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ნახეთ მეტი
Back to top button