მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანი განზრახ არა მხოლოდ აშიმშილებს  არცახის მოსახლეობას, არამედ მიჰყავს ის განადგურების პირას  –  არტურ თოვმასიანი

აზერბაიჯანი განზრახ არა მხოლოდ აშიმშილებს  არცახის მოსახლეობას, არამედ მიჰყავს  ის იგი განადგურების პირას. ამის შესახებ  არცახის ეროვნული ასამბლეის 28 ივნისს სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არტურ თოვმასიანმა განაცხადა.

„ეუთოს თანათავმჯდომარეებმა და ამ ქვეყნების ლიდერებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენი ქვეყნის აზერბაიჯანთან ანექსია გამოიწვევს არცახის დეპოპულაციას. ჩვენ ვერ შევცვლით მსოფლიოს წესრიგს. პატარა არცახი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ჩვენი ხალხის უფლება იცხოვრონ უსაფრთხოდ. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი საერთაშორისო საზოგადოების მდუმარე თანხმობით ხდება“, – განაცხადა არტურ თოვმასიანმა და გამოთქვა რწმენა, რომ ცივილიზებულ სამყაროს აქვს ყველა ბერკეტი, გამოიყენოს შესაბამისი სანქციები აზერბაიჯანის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც არა მხოლოდ უგულებელყოფს, არამედ არღვევს საერთაშორისო სამართალს, უგულველყოფს ევროპული სასამართლოს სასამართლო გადაწყვეტილებებს.

ნახეთ მეტი
Back to top button