პოლიტიკა

დღეს აზერბაიჯანული კრიმინალური ბლოკადის მე-200 დღეა

არცახის ალყის ავტორებსა და შემსრულებლებსაც გაუკვირდათ, რამდენად მტკიცე და უტეხნი  არიან არცახელი სომხები, – წერს არცახის სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი არტაკ ბეგლარიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

„დღეს აზერბაიჯანული კრიმინალური ბლოკადის 200-ე დღეა არცახში. იმის ნაცვლად, რომ წარსულში განვითარებულ მოვლენებს და ჩვენს სამოქმედო გეგმებს შევეხო უბრალოდ ვიტყვი, რომ დარწმუნებული ვარ, ბლოკადის ავტორებსა და შემსრულებლებსაც უკვირთ თუ რა უტეხნი არიან არცახელი სომხები.

ამ ისტორიულ პერიოდში ჩვენი მთავარი მოლოდინი არის ის, რომ მარტო არ ვიქნებით და მთელი სომეხი ხალხი და სომხური სახელმწიფო მხარს დაუჭერს ჩვენს სამართლიან ბრძოლას.

არ არსებობს სომხეთი არცახის გარეშე, არ არსებობს არცახი და დიასპორა დედა სომხეთის გარეშე“, – ნათქვამია პოსტში.

ნახეთ მეტი
Back to top button