მთავარიპოლიტიკა

ზახაროვამ რუსეთის მიერ „ისკანდერის“ გამოყენების შეზღუდვის შესახებ შეკითხვას არ უპასუხა

News.am-ის გადმოცემით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე თავი აარიდა პასუხის გაცემას შეკითხვაზე, სომხეთისთვის მიყიდული „ისკანდერის“ გამოყენებაზე რუსეთის შეზღუდვების შესახებ.

„ეს შეკითხვა უნდა მივმართოთ ჩვენს თავდაცვის სამინისტროს და კონკრეტულად იმ სტრუქტურებს, რომლებიც ხელს აწერენ კონტრაქტებს და აწვდიან იარაღს. ეს საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროს იურისდიქციაში არ არის“, – განაცხადა მან.

გუშინ, 44-დღიანი ომის გარემოებების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე, სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ იყო იარაღი, რომლის გამოყენების უფლება მთლიანად სომხეთს არ ეკუთვნოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button