კულტურა

„ნერსეს შნორალი“ –  კონფერენცია და გამოფენა სახელწოდებით „ზეციური ანგელოზი“ პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინაში

27 ივნისს პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინაში კონფერენციით  „ზეციური ანგელოზი“, რომლითაც დაიწყო ნერსეს შნორალუს 850 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. იმავე დღეს გაიმართა ამავე სახელწოდების გამოფენის გახსნა.  კონფერენციას  ესწრებოდნენ მატენადარანის, წმ. ეჯმიაძინის, საფრანგეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ვატიკანის წარმომადგენელი იუნესკოში, დის ეკლესიების სულიერი მამები, იუნესკოში აკრედიტებული ელჩები, მოწვეული სტუმრები. კონფერენციაზე მოხსენება გააკეთეს სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ არაიიკ ხზმალიანმა, იუნესკოში სომხეთის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კრისტიან ტერ სტეპანიანმა და იუნესკოში  ვატიკანის წარმომადგენელმა გააკეთეს. კონფერენციის მთავარი მომხსენებლები იყვნენ ცნობილი ფრანგი არმენოლოგი ჟან-პიერ მაჰე, „მატენადარანის“ მესროპ მაშტოცის სახელობის უძველესი ხელნაწერთა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი გურგენ გასპარიანი. კონფერენციას ხელმძღვანელობდა მატენადარანის უფროსი მკვლევარი არმინე მელქონიანი. გამოსვლისას მომხსენებლებმა შეაფასეს შნორალის შემოქმედებითი მემკვიდრეობა, მისი როლი პანქრისტიანული ღირებულებების გავრცელებაში. კონფერენციას მოჰყვა ამავე სახელწოდების გამოფენა, რომლის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button