საზოგადოება

ესპანეთსა და საფრანგეთში სომხურ-ქართული კრიმინალური ქსელის წევრები დააკავეს

News.am-ის გადმოცემით, ევროპოლმა სომხეთიდან და საქართველოდან კრიმინალური ჯგუფის 28 წევრის დაკავების შესახებ განაცხადა. გადმოცემის თანახმად, ევროპოლი დაეხმარა საფრანგეთის ეროვნულ პოლიციას და ესპანეთის ეროვნულ პოლიციას ეგრეთ წოდებული „კანონიერი ქურდების“ კრიმინალური ქსელის განადგურებაში, რომლებიც მონაწილეობდნენ მძიმე ქონებრივ დანაშაულებში, რეკეტში, გამოძალვასა და ფულის გათეთრებაში.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კრიმინალური ქსელი ეწეოდა ქურდობას და მოპარული საქონლის რეალიზაციას, სიგარეტის კონტრაბანდას და ფულის გათეთრებას.

2020 წლის ნოემბრიდან საფრანგეთის პოლიცია დაკავებულია იმ ადამიანების გამოძიებით, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან „კანონიერი ქურდების“ დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან კავშირში. გამოძიებამ საფრანგეთსა და ესპანეთში მოქმედი სომხური დანაშაულებრივი ორგანიზაცია გამოავლინა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ესპანეთში “კანონიერი ქურდი”.

ფულის გათეთრება ესპანეთში ძირითადად ხდებოდა ავტომექანიკოსების და იმპორტირებული ხიზილალის მაღაზიის მეშვეობით ბარსელონაში. საფრანგეთსა და ესპანეთში ჩატარებული ოპერაციების სერიის დროს მოხდა 38 სახლის ჩხრეკა, დააკავეს 28, მათ შორის მთავარი „კანონიერი ქურდი“ (სახელი არ არის ნახსენები). ამოღებულია 16 ძვირადღირებული საათი, 8 მანქანა, 6 იარაღი საბრძოლო მასალით, 1 ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, 2 GPS თვალთვალის მოწყობილობა, 60 000 ევროზე მეტი ნაღდი ფული, უამრავი მობილური ტელეფონი და ელექტრონული მოწყობილობა, ასევე „კანონიერი ქურდების“ სხვადასხვა ატრიბუტი.

კრიმინალური ქსელის ხელმძღვანელი ადრე მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button