მთავარიპოლიტიკა

მირზოიანი და ბაირამოვი სამშვიდობო ხელშეკრულების რამდენიმე პუნქტზე შეთანხმდნენ – სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

27-29 ივნისს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს ვირჯინიის შტატის ქალაქ არლინგტონის  ჯორჯ შულცის ეროვნულ საგარეო საქმეთა სასწავლო ცენტრში. ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიქ  სალივანს. ამის შესახებ წერს RADAR-ი.

მინისტრებმა და მათმა გუნდმა გააგრძელეს მუშაობა „მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის დამყარების შესახებ“ ორმხრივი ხელშეკრულების პროექტზე.  მიღწეული იქნა შეთანხმება რამდენიმე მუხლის ირგვლივ, დაფიქსირდა ურთიერთგაგების რამდენადმე წინსვლა. აღინიშნა, რომ საჭიროა რამდენიმე საკითხის ხელახლა დამუშავება.

ორმა მინისტრმა მადლობა მოახსენეს ამერიკის მხარეს  სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის და აღნიშნეს, რომ თავს ვალდებულად თვლიან განაგრძონ მოლაპარაკება.

ნახეთ მეტი
Back to top button