პოლიტიკა

ოფიციალურმა ერევანმა გამოაცხადა, რომელ მთავარ საკითხებზე გააგრძელებენ მუშაობას სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა 27-29 ივნისს ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს ვირჯინიის შტატის არლინგტონის ჯორჯ შულცის ეროვნულ საგარეო საქმეთა სასწავლო ცენტრში.  

როგორც მანამდე იტყობინება, მინისტრებმა და მათმა გუნდეբմա  გააგრძელეს მუშაობა „მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობის დამყარების შესახებ“ ორმხრივი ხელშეკრულების პროექტზე.

„ერთ-ერთი კითხვა ეხება დემარკაციის საკითხებს, რასაც 1975 წლის რუკის ირგვლივ ნაკისრი ვალდებულებას  გულისხმობს. მეორე არის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან ჯარების გაყვანა.  ერთ-ერთი საკითხი ეხება საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხების ჯეროვან განხილვას“, – განუცხადა ჟურნალისტებს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აიღეს მოლაპარაკების გაგრძელების ვალდებულება.

ნახეთ მეტი
Back to top button