ეკონომიკა

სომხეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში მზის სისტემების დამონტაჟების მხრივ

სომხეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში მზის სისტემების დამონტაჟების მხრივ. როგორც “Armenpress”-ი  იუწყება, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა განაცხადა.

„რეალურად, დღეს სომხეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში მზის სისტემების დამონტაჟების მხრივ. მზის ენერგია ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ სწრაფად ვითარდება და ჩვენ უკვე გვაქვს უფრო მეტი დაყენებული მზის პანელები, ვიდრე ჩვენი ატომური ელექტროსადგურის სიმძლავრე, რომელიც იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ენერგეტიკული ინდუსტრიის პარტნიორები გვთავაზობენ განიხილონ ამ სიჩქარის გავლენა მთლიანი ენერგეტიკული სისტემის ბალანსის მართვაზე“, – განაცხადა სანოსიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button