სომხეთის რესპუბლიკა კვლავაც მაღალი ეკონომიკური აქტივობის სფეროშია. ამის შესახებ “Armenpress”-ის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის 29 ივნისს გამართულ სხდომაზე განაცხადა.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ სომხეთის რესპუბლიკა აგრძელებს მაღალი ეკონომიკური აქტივობის სფეროს. 2023 წლის მაისის ეკონომიკური მაჩვენებლები გამოქვეყნდა. უნდა დავაფიქსირო, რომ მიმდინარე წლის მაისში, წინა წლის მაისთან შედარებით, ეკონომიკური აქტივობის 13,7 პროცენტი დაფიქსირდა. გასული წლის მაისთან შედარებით მრეწველობა 5,3 პროცენტით გაიზარდა, მშენებლობა 18,4 პროცენტით, ვაჭრობა 28,6 პროცენტით, სერვისები 12,3 პროცენტით,” – განაცხადა პრემიერმა.
ფაშინიანმა შეახსენა, რომ ძალიან მაღალი ეკონომიკური აქტივობა დაფიქსირდა გასული წლის მაისშიც, ადგილი ჰქონდა 10,8 პროცენტიან ზრდას.