“ფიუნიკი” საქართველოში გაემგზავრა

News.am-ის გადმოცემით, სომხეთის ფეხბურთის ვიცე-ჩემპიონი “ფიუნიკი” ევროთასების სეზონის დაწყებამდე საქართველოში გაემგზავრა, სადაც 9-დღიან შეკრებაზე 3 ტესტ-მატჩს გამართავს.
„ამ პერიოდში ამხანაგური თამაშები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვაქვს ახალი ტაქტიკური იდეები, რომლებიც უნდა გამოვცადოთ და გავაძლიეროთ ევროთასების თამაშებისთვის“, – განაცხადა კლუბის პრესსამსახურთან საუბარში მთავარმა მწვრთნელმა იეგიშე მელიქიანმა.
“ფიუნიკის” მომავალი მეტოქეები საქართველოს უძლიერეს ლიგაში თამაშობენ. მათ შორის ჩემპიონატში უმაღლესს ადგილს “სამგურალი” იკავებს, რომელიც 19 თამაშის შემდეგ 37 ქულით მე-3 ადგილზეა, ქუთაისის “ტორპედო” 24 ქულით მე-6ა, “სამტრედია” 11 ქულით მე-9 ადგილზეა.
1 ივლისს, 19:00 სთ
“სამტრედია” – “ფიუნიკი”
3 ივლისს, 19:00 სთ
“სამგურალი” – “ფიუნიკი”
6 ივლისს, 19:00 სთ
“ტორპედო ქუთაისი” – “ფიუნიკი”