მთავარიპოლიტიკა

ყოველდღიურ რეჟიმში. აზერბაიჯანული აგიტპროპი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მანქანებს ჩვეულებრივ ტრანსპორტად წარმოადგენს

News.am-ის გადმოცემით, აზერბაიჯანული აგიტპროპი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მანქანებს ყოველდღიურ რეჟიმში  წარმოადგენს, როგორც ჩვეულებრივ ტრანსპორტს.

შეგახსენებთ, საუბარია მძიმე ავადმყოფების არცხიდან სომხეთში გადაყვანაზე.

აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული ბლოკადის ,,წყალობით“, პაციენტების ტრანსპორტირება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით მიმდინარეობს. და ამ ტრანსპორტირებას აზერბაიჯანი იყენებს „თავისუფალი გადაადგილების“ შესახებ ცრუ განცხადებებისთვის.

საუბარი არ შეიძლება რაიმე „თავისუფალ“, მით უმეტეს, უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე, ყოველ შემთხვევაში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადამიანების, მედიკამენტების და პირველადი საჭიროების ნივთების ტრანსპორტირება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და რუსეთის სამშვიდობო ძალების მეშვეობით ხდება. მეტიც, აზერბაიჯანული წყაროები კონკრეტულად აცხადებენ, რომ პაციენტების ტრანსპორტირებას არანაირი დაბრკოლება არ აქვს.

ნახეთ მეტი
Back to top button