პოლიტიკა

აზერბაიჯანი თავისი ქმედებებით ახდენს ვაშინგტონის შუამავლობის დელეგიტიმაციას  – პოლიტოლოგი, მირზოიან-ბაირამოვის მოლაპარაკებების შესახებ

სომხეთისა და აზერბაიჯანის მესიჯები ვაშინგტონის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით თავისი შინაარსით იდენტური იყო. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მხარეებს შეუძლიათ მიაღწიონ შეთანხმებას საკვანძო საკითხებზე, მაგრამ ძირითადი საკითხები გადაუჭრელი რჩება და ამ მხრივ ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავთ.

ასეთი  მოსაზრება გამოთქვა პოლიტოლოგმა ტიგრან გრიგორიანმა „Armenpress“-იის კორესპონდენტთან საუბარში, რომელიც ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შუამავლობით სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს, არარატ მირზოიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის გამართულ მოლაპარაკებებს ეხებოდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სამმხრივი შეხვედრის შემდეგ მადლობა გადაუხადა ორივე ქვეყნის დელეგაციებს იმ მუშაობისათვის, რომელიც მიზნად ისახავს ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას. ბლინკენის თქმით, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას დამატებით მუხლებზე, გააღრმავეს პოზიციების არქმა  სხვა გადაუჭრელ საკითხებზე და ასევე აღიარეს, რომ ჯერ კიდევ მძიმე სამუშაოა გასაკეთებელი საბოლოო შეთანხმების მისაღწევად.

„როგორც ვნახეთ, მოლაპარაკებების შემდეგ გაკეთებული განცხადებები გაცილებით თავშეკავებული იყო, ვიდრე განცხადებები ვაშინგტონის მოლაპარაკებების რაუნდის წინ. საუბარია, კერძოდ, სახელმწიფო მდივნის ბლინკენის განცხადებაზე, რომელიც მანამდე ამბობდა, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელი მალე იქნება მოწერილი.  ამჯერად მან ოპტიმისტურად ისაუბრა, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ რაც უფრო წინ მიიწევენ მხარეები, მით უფრო რთულდება პროცესი, რადგან ყველაზე რთული საკითხები განიხილება ბოლოს და ამ მხრივ, მოლაპარაკებებში ძირითადი უთანხმოება კვლავ შენარჩუნებულია. “-აღნიშნა გრიგორიანმა.

საუბარია იმაზე, რომ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წინ ან მათთან ერთად აზერბაიჯანი ახალ პროვოკაციებს მიმართავს, გრიგორიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო ქმედების სტილი მართლაც უპრეცედენტო იყო.

„წარსულში მოლაპარაკებები შერწყმული იყო აზერბაიჯანული მხარის სროლებთან, მაგრამ ძნელია გავიხსენო ბოლო ათწლეულის განმავლობაში მაღალი თანამდებობის პირების არც ერთი შეხვედრა, რომლის დროსაც ან მის მიჯნაზე ბაქოს  შეექმნა ასეთი ესკალაცია. ამჯერად აზერბაიჯანმა არცახში საარტილერიო და საზენიტო რაკეტები გამოიყენა, რასაც  შეიარაღებული  ძალების  ოთხი მსხვერპლი მოჰყვა.  ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბაქოს მიზნები ნათელია. აზერბაიჯანული მხარე სომხეთს და შუამავალ ქვეყნებს უგზავნის მესიჯებს, რომ თუ სომხური მხარე არ მიიღებს აზერბაიჯანის მოთხოვნებს მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინ ეს უკანასკნელი აიძულებს ამ მოთხოვნების შესრულებას ადგილზე“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

მეორე გზავნილი, გრიგორიანის თქმით, ეხება არცახის არმიის განიარაღებას და ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ბაქომ ეს საკითხი მოლაპარაკების წინაპირობად აქცია, ამიტომ ბოლო ესკალაციის ინიცირებით ცდილობს მიიპყროს ყველას ყურადღება ამ საკითხზე.  სამხედრო ოპერაციებისთვის შესაფერისი ნიადაგის მოსამზადებლად ბაქო ავრცელებს დეზინფორმაციას იმის თაობაზე, რომ არცახის შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა მორიგი პროვოკაცია მოახდინეს, ამიტომ მათ  პასუხის გაცემა მოუწიათ.

„აზერბაიჯანი თავისი ქმედებებით, ნებით თუ უნებლიეთ, ახდენს ვაშინგტონის შუამავლობის დელეგიტიმაციას, რაც ყველასთვის გასაგებია. სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, თუმცა ის შინაარსით საკმაოდ სუსტი იყო, რადგან კიდევ ერთხელ მოუწოდეს ორივე მხარეს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, თუმცა აშკარაა, რომ აზერბაიჯანი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს. აზერბაიჯანი ოსტატურად იყენებს ამერიკულ მედიაციის პროცესს. ბაქოში ძალიან კარგად ესმით, რომ ამერიკული მხარე არ არის დაინტერესებული სამშვიდობო პროცესის ჩავარდნით, მაგრამ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ცალმხრივ ნაბიჯებს არ გადადგამს“, – განაცხადა გრიგორიანმა.

პოლიტოლოგის თქმით, შუამავლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ასეთ ატმოსფეროში ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაზე საუბარს  აზრი არ აქვს და თუ შუამავლების მხრიდან პრევენციული ზომები არ იქნა მიღებული, მაშინ აზერბაიჯანი შეეცდება სომხურ მხარეს თავისი მოთხოვნები წაძალის გამოყენებით წარუდგინოს.

ნახეთ მეტი
Back to top button