საერთაშორისო

არაღიარებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსი სენატორის თანხლებით არაღიარებულ ჩრდილოეთ კვიპროსს ეწვია

არაღიარებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა კვიპროსის თურქულ ნაწილს, არაღიარებულ ჩრდილოეთ კვიპროსს ეწვია. ამის შესახებ წერს Ekhokavkaza.

არძინბას თქმით, აფხაზეთი ჩრდილოეთ კვიპროსთან საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს სწავლობს.

მას თან ახლავს რუსეთის ფედერალური საბჭოს სენატორი ალექსანდრე ნეკრასოვი.

ნახეთ მეტი
Back to top button