პოლიტიკა

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა უნდა გააცნობიერონ დიქტატორული აზერბაიჯანის მხარდაჭერის საფრთხე

როგორც “Armenpress”-ი  იუწყება  “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე არცახის სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა არტაკ ბეგლარიანმა ცანაწერი გააკეთა იმის შესახებ, რომ ევროკავშირში აზერბაიჯანის ელჩი ვაგიფ სადიკოვი დაუფარავად ემუქრება ევროპარლამენტის წევრებს.

„აზერბაიჯანის ელჩის ვაგიფ სადიკოვის მხრიდან ევროპარლამენტის წევრების მიმართ აშკარა მუქარა მხოლოდ დასაწყისია. მისი არასასურველ ადამიანად გამოცხადება ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლებია, რაც შეიძლება გაკეთდეს“, – წერს ის.

23 ივნისს, აზერბაიჯანის ელჩმა ბელგიასა და ლუქსემბურგში, ევროკავშირში აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვაგიფ სადიკოვმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა პოსტი ევროპარლამენტის დეპუტატების დელეგაციის სომხეთ-აზერბაიჯანის  საზღვარზე ვიზიტის საპასუხოდ.

სადიკოვმა გამოაქვეყნა აზერბაიჯანული წარმოების სნაიპერული შაშხანის სურათი შემდეგი წარწერით;

„მათ იციან, რა უნდა გააკეთონ საკუთარი თავის დასაცავად. აზერბაიჯანული წარმოების Istigal IST-14.5 სნაიპერული შაშხანა ისვრის დაახლოებით 3000 მეტრ მანძილზე. ბიჭებო, შორს  აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრებისაგან…“

ნახეთ მეტი
Back to top button