მთავარიპოლიტიკა

საერთაშორისო თანამეგობრობამ თვამყური უნდა ადევნოს  აზერბაიჯანის ქმედებებს, რათა თავიდან აიცილოს მორიგი პროვოკაცია:   მარუქიანი

აზერბაიჯანული მედია იუწყება აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში მომზადებული ახალი სპეცოპერაციის შესახებ, საერთაშორისო საზოგადოებამ თვალყური უნდა ადევნოს აზერბაიჯანული მხარის ქმედებებს, რათა თავიდან აიცილოს მორიგი პროვოკაცია და აზერბაიჯანის ეთნიკური წმენდის პოლიტიკა.

ამის შესახებ “Armenpress”-ის გადმოცემით  თავის მიკრობლოგში წერს სპეციალური დავალებების მქონე ელჩი ედმონ მარუქიანი.

სპეციალური დავალებების ელჩმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს ინფორმაციას აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში მომზადებული ახალი სპეცოპერაციის შესახებ და ამტკიცებს, რომ 28 ივნისს მთიან ყარაბაღში დაღუპული 4 სამხედრო მოსამსახურე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეა.

„აზერბაიჯანული მხარის ბრალდებები სრულიად სიცრუა, მთიან ყარაბაღში სომეხი სამხედროები არ არიან, მოკლული სამხედროები იყვნენ მთიანი ყარაბაღიდან. სომხეთმა არაერთხელ შესთავაზა საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნა მთიან ყარაბაღში, რათა დაამტკიცოს სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ყოფნა-არყოფნა. აზერბაიჯანმა უარყო ეს შეთავაზება“, – აღნიშნა მარუქიანმა.

სპეციალური დავალებებით ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან ახალი პროვოკაციის წამოწყება კიდევ ერთხელ დაარღვევს 9 ნოემბრის სამმხრივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც რუსმა სამშვიდობოებმა უნდა უზრუნველყონ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოება.

„საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაიცვას აზერბაიჯანული მხარის ქმედებები, რათა თავიდან აიცილოს მორიგი პროვოკაცია და აზერბაიჯანის ეთნიკური წმენდის პოლიტიკა მთიანი ყარაბაღის სომხების წინააღმდეგ“, – ხაზგასმით აღნიშნა მარუქიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button