საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა დღეს აღდგება – გამავალ მატარებელთა გრაფიკში „ერევანი-ბათუმის“ რეისი ჯერ-ჯერობით არ აღნიშნულა
1 ივლისს საქართველოს ერთ-ერთ ცენტრალურ რაიონში მეწყერის შედეგად დაზიანდა თბილისი შავი ზღვის რეგიონებთან დამაკავშირებელი რკინიგზა, რის გამოც თბილისსა და ბათუმს შორის სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. ამის გამო ერევანი-ბათუმი-ერევნის მარშრუტზე მომუშავე კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ სამგზავრო მატარებელი დროებით თბილისამდე მუშაობს.
2 ივლისის რეისი ასევე განხორციელდა საქართველოს დედაქალაქამდე და მატარებლის 200-მდე მგზავრი ავტობუსებით კომპანიის ხარჯზე ბათუმში გადაიყვანეს.
საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა დღეს, 17:00 საათიდან განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. წერს 1tv-ი.
„სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყრისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები:
მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები: #804 თბილისი-ბათუმი 17:05; #807 ბათუმი-თბილისი 17:15; #801 ბათუმი-თბილისი 18:20; #812 თბილისი-ბათუმი 0:35; #811 ბათუმი-თბილისი 0:45; #869 ზუგდიდი-თბილისი 17:25; #874 თბილისი-ფოთი 17:30“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.
რაც შეეხება კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზას“ ის მგზავრების წინაშე დაკისრებულ ვალდებულებებს სრულად შეასრულებს. კომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს მის კონტროლს მიღმა არსებული გარემოებების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის.