მთავარიყველა სტატია

სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა მიიღო  ბრიტანულ-ჰოლანდიური კომპანია  Shell-ის დელეგაცია

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო ბრიტანულ-ჰოლანდიური კომპანია Shell-ის დელეგაცია დსთ-სა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების დირექტორის მოადგილის ჯოანა კუენსბერგის ხელმძღვანელობით.

როგორც  “Armenpress”-ს  სომხეთის  პრემიერ-მინისტრის  აპარატიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრი მიესალმა სომხურ ბაზარზე პრესტიჟული კომპანიის შემოსვლას, რომლის პირველი ბენზინგასამართი სადგური ერევანში 29 ივნისს გაიხსნა. ნიკოლ ფაშინიანმა გამოთქვა რწმენა, რომ კომპანია თავისი საქმიანობით ახალ ხარისხს და ბიზნეს კულტურას გააცნობს სომხურ ბაზარზე. პრემიერმა კომპანიას წარმატება უსურვა და ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა გააგრძელებს თანმიმდევრულ ნაბიჯებს ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად.

წყაროს ცნობით, ჯოანა კუენსბერგმა მადლობა გადაუხადა მთავრობას სომხეთში  კომპანია Shell-ის ჩართვის მხარდაჭერისთვის და დეტალები მიაწოდა შემდგომი გეგმების შესახებ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში კომპანია გეგმავს 25 ბენზინგასამართი სადგურის ოპერირებას ერევანში და სომხეთის  ყველა რეგიონში, სადაც ასევე განხორციელდება სხვადასხვა სახის მომსახურება.

ნახეთ მეტი
Back to top button