პოლიტიკა

ამერიკის სომხები დისნეის მოუწოდებენ გააუქმოს მოსალოდნელი სერიალი მუსტაფა ქემალ ათათურქის ცხოვრებაზე

ამერიკის სომხურმა ნაციონალურმა კომიტეტმა (ANCA) მოუწოდა Disney-ს გააუქმოს მოსალოდნელი სერიალი თანამედროვე თურქული სახელმწიფოს დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ცხოვრებაზე. News.am.style-ს ინფორმაციით, ANCA-მ დისნეი დაადანაშაულა “დიქტატორისა და მკვლელის” განდიდებაში.

სერიალის პრემიერა მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს არის დაგეგმილი, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ემთხვევა. Disney-ს არ აღუნიშნავს, რომ სერიალის გაუქმებას განიხილავს. „მოვუწოდებთ @DisneyPlus-ს გააუქმოს სერიალი, რომელიც განადიდებს მუსტაფა ქემალ ათათურქს, თურქ დიქტატორს და მკვლელს, რომელსაც მილიონობით ბერძენი, სომეხი, ასურელი, ქალდეელი, სირიელი, არამეელი, მარონინელი და სხვა ქრისტიანი მოწამის სისხლი აცხია ხელზე“,- წერს ANCA ტვიტერზე.

ნახეთ მეტი
Back to top button