ეკონომიკა

ატომური ელექტროსადგურის ახალი ენერგობლოკის ასაშენებლად მიმდინარეობს მთელი რიგი ქვეყნების კომპანიების წინადადებების შესწავლა

ატომური ელექტროსადგურის ახალი ენერგობლოკის მშენებლობის უწყებათაშორისი კომისია რუსული, ამერიკული, ფრანგული და კორეული კომპანიებისგან მიღებულ წინადადებებს სწავლობს. News.am-ის ინფორმაციით, ამის შესახებ 3 ივლისს ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა სომხური ატომური ელექტროსადგურის გენერალურმა დირექტორმა ედუარდ მარტიროსიანმა.

დირექტორის თქმით, მეზობელ ქვეყნებთან პერსპექტიული პროგრამები საშუალებას მისცემს არჩევანის გაკეთებას ენერგობლოკების სიმძლავრის, უსაფრთხოებისა და ღირებულების კუთხით. „ასე რომ, ეს შეიძლება იყოს ან რუსული, ან ამერიკული, ან ფრანგული, ან კორეული ელექტრობლოკი. სამუშაო ჯგუფი ატარებს კვლევებს ამერიკულ, რუსულ, ფრანგულ და კორეულ რეაქტორებს შორის“, – განმარტა მარტიროსიანმა.

მისი თქმით, ახალი ენერგობლოკი 2036 წლამდე აშენდება. მანამდე იმუშავებს ძველი ენერგობლოკი.

ნახეთ მეტი
Back to top button